სოციალური კაფე – “ღია სახლი” ზუგდიდში


  ქალაქის მერიას ლიტვიის ქალაქ კაუნასის ვიცე მერი რიკარდას რუსტეიკა სტუმრობდა. შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის  თანამშრომლობის გზები დაისახა.  ლიტვური მხარის წარმომადგენელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.ის საქართველოში ,,რობერტ ბოშის” ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში იღებს მონაწილეობას. პროექტი სახელწოდებით ,,ურბანული ცვლილების მონაწილეები” ორგანიზაცია ,,მიტოსის” ხელმძღვანელობით ხორციელდება, მასში მონაწილეობას 12 ევროპული ქვეყნის მუნიციპალური ხელისუფლების,  ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იღებენ, მათ შორისა არიან ზუგდიდის წარმომადგენლებიც, რომლებმაც საინტერესო იდეები წარმოადგინეს, მათ შორის   სოციალური კაფე  – „ღია სახლის“ იდეა, რომელიც წარმატებული პროექტი აღმოჩნდა…  პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა ბერლინსა და ათენში. მორიგი შეხვედრა 12-13 სექტემბერს თბილისში, ხოლო 14 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!