ზუგდიდში დღეს, “საქართველოს ეროვნული ხსნის ფრონტის“ ადგილობრივი ორგანიზაცია დაფუძნდა. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველო „უსკრულის პირასაა“, რისი გააზრება და ადექვატური სამოქმედო ხედვის დასახვაც უნდა მოხდეს. ამ მიზეზით გააქტიურდნენ, მთელ ქვეყანას მოიცავენ და მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ეროვნული ყრილობას გამართავენ. მათი კურსი თითოეულ სახელმწიფოსთან თანაბარი დამოკიდებულებაა. „ეს ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას დაპირისპირების არეალს და ის არ იქნება ეპიცენტრი საბრძოლო მოქმედებების. ჩვენ არ უნდა ვიყოთ საბრძოლო არენა იმპერიათა დაპირისპირების. არ მოვდივართ თქვენი ხმების მოსაპოვებლად. ეს არ გვჭირდება. მოვდივართ ერთი თხოვნით – ჩვენ ვკრებთ დავით აღმაშენებლის ლაშქარს, რათა საქართველომ მეორე ძლევაი საკვირველი მოახდინოს. განაცხადა „ეროვნული ხსნის ფრონტის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქელეხსაშვილმა.