შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა – ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჩაატარებს


  • შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. 

სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც დატბორვისგან ათობით სახლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება. მისივე განმარტებით, ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უხლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!