შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.  

“სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − fourteen =

Akismet ანტისპამი