შსს-მ ზუგდიდში ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

ინფორმაციისთვის, ამ დილით, ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. მუზეუმის დირექტორის, ანზორ ოყუჯავას ინფორმაციით, ქანდაკების გაუჩინარება დილის 9 საათზე აღმოაჩინეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ეზოში შემოვლას აკეთებდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!