შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მხარდაჭერით ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მხარდაჭერით ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს რეგიონში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ და ის უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრის ფარგლებში იფუნქციონირებს.

ცენტრის გახსნის პროცესს და მიმდინარე ტრენინგს ადგილობრივი მუნიციპალუტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ჰასან ხალილი დაესწრო.

ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი სამეგრელოში პირველია, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2021 წლის 17 აგვისტოს მოაწერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჰასან ხალილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!