შეხვედრა 60 წლის შემდეგ


დღეს, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ ზუგიდის პირველი ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების კურსდამთავრებულები. მათ საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს პირველსკოლელებმა. ჩატარდა იმიტირებული გაკვეთილი, სადაც სკოლის დირექტორმა, გაკვეთილის დაწყების წინ, ჩვეულებრვად, ამოიკითხა მოსწავლეთა სახელი და გვარები.

გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ჩატარდა კონცერტი სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ღონისძიების დასასრულს, თანაკლასელები, რომლებიც 60 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს,  თავიანთი გარდაცვლილი თანაკლასელების სულის მოსახსენიებლად პანაშვილდს გადაიხდიან კარის ეკლესიაში.

პირველი გიმნაზიელები ზუგდიდის ცნობილი სახეები არიან. ადამიანები, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში და დღესაც მიყურადებული არიან მის მაჯისცემას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!