შეხვედრა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიასა და ასოციაცია „გზამკვლევის“ ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებასთან.

დღევანდელ შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ ისაუბრა „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბაბილიტაციის ქვეპროგრამასა“ და აუტიზმის მიმართულებით  მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ღონისძიებებზე. მისი განმარტებით, დღეისათვის, პროგრამაში ჩართულია ორმოცი ბავშვი და სრულიად მიეწოდება წლის განმავლობაში უწყვეტი სერვისი პროვაიდერებისგან. „ჩვენ არ ვზღუდავთ მოქალაქეებს ცენტრის არჩევაში. დღეისათვის 27 ბავშვი არის ჩართული ნეიროგანვითარების ცენტრში, მათგან 24  ადგილობრივ ცენტრში, ხოლო სამი თბილისში. დანარჩენი ბავშვები ღებულობენ სერვისს ასოციაცია „გზამკვლევიდან“. დღეისათვის ასევე, გვყავს სამი ბავშვი მომლოდინეთა სიაში. სამწუხაროდ, წელს, ბიუჯეტი მეტის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევდა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა და 2018 წლის ბიუჯეტიდან ამ ინტერვენციაზე დაიხარჯება 151 ათასი ლარი“.

ზუგდიდის მაჟორიტამა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე. „ძალიან კარგია, რომ დღეს, აქტიურად ჩაერთო შეხვედრაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. სწორედ, ასეთი მსჯელობით, საუბრით, დიალოგით არის შესაძლებელი ერთობლივად გავუმკლავდეთ იმ გამომწვევებს, რომელიც ამ ბავშვების, მათი ოჯახების, მშობლების წინაშეა.“ ასოციაცია „გზამკვლევის“ დირექტორმა ირმა ნოდიამ აღნიშნა, რომ უნდოდათ საზოგადოებისთვის მიეწვდინათ ხმა და ეთქვათ თუ რა არის აუტიზმი, როგორ შეიძლება დაეხმარონ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. „ეს იყო იმ დედების მესიჯი, რომლებთაც ჰყავთ აუტისტური სპექტრის შვილები, მაგრამ ეშინიათ, არიდებენ საზოგადოებას. დღესაც მალავენ, ცნობიერება არ აქვთ ამაღლებული. აუტიზმი არ არის დავადება,  აუტიზმი არ არის ის მდგომარეობა, მართალია, მუდმივად იქნება ეს მდგომარეობა, მაგრამ არ არის ის, რისი დაძლევაც არ შეიძლება და რისი მიღწევაც შეუძლებელია. ამისთვის მთავარია მშობლების გვერდში დგომა.“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!