,,შრიფტი ,,აფხაზეთი” შექმნილია და მალე ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. მისი ავტორია თბილისის სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია (თავადაც აფხაზეთიდან).
შრიფტი თი ბი სი ბანკის პროექტის „წერექართულად“ ფარგლებში გამართული კონკურსის „ქართული ა“-ს 2019 წლის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ჯუმბერ ბეჭვაიას თქმით, შრიფტი აფხაზეთივით ლამაზია და მან ხსენებული კონკურსის ნომინაციაში “მხატვრული შრიფტი” მოიპოვა სწორედ პირველი ადგილი.”.ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ნატო კორსანტია თავის პირად ფეისბუქგვერდზე.