ზამთარში როგორ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა


ზამთრის დეპრესიის დასამარცხებლად დიეტოლოგები გვირჩევნ მივირთვათ ისეთი საკვები და სასმელი,
რომელიც ადვილად ხსნის დაღლილობას და ამაღლებს გუნება-განწყობას. ამისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფინჯანი ყავის დალევა. უფრო ეფექტურია ჭიქა წყალი, რომელსაც დამატებული ექნება ლიმნის ან ფორთოხლის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. ასეთი ნარევი ადვილად ხსნის მოდუნებულობას, ძილიანობას, რაც თავის მხრივ ორგანიზმის გაუწყლოების მანიშნებელია. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა და აპათია ხშირად მაგნიუმის დეფიციტის შედეგია. ამ ელემენტის შესავსებად საჭიროა რეგულარულად მიირთვათ ნიგოზი, მზესუმზირა, ფოთლოვანი ბოსტნეული და პარკოსნები. ზამთარში, ჩვეულებრივ, შენელებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მისი გააქტიურებისათვის სასურველია ხორცის ნახარში (ბულიონი), რომელიც მდიდარია მინერალებითა და სხვადასხვა აქტიური ნივთიერებით.
სასარგებლო ანტიოქსიდანტებით, ამინმჟავებით, კალციუმით, პროტეინითა და კოფეინით მდიდარია შოკოლადი, რომელიც გარდა იმისა რომ სიმხნევეს გვმატებს, აუმჯობესებს ხანმოკლე მეხსიერებას და კონცენტრაციას.
დეპრესიის საწინააღმდეგო პროდუქტების სიაში დიეტოლოგები გამოყოფენ აგრეთვე ვაშლს, კენკრას, ბანანს, ყვავილოვან კომბოსტოს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!