დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ამ მიზნით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებისგან.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=akXkcsPZilY[/embedyt]მოგვიანებით, ხელმოწერები გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს. შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ანა წითლიძემ. „ მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პოზიციისა, პოლიტიუკური პარტიისა, ნებისმიერი ზუგდიდელისათვის, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ის, ყველა თვლის, რომ ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ზუგდიდისთვის არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება ამ ხელისუფლებამ დაუშვას.’’ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნოდარ გულორდავამ ჟურნალისტებს უთხრა: „ვითხოვთ, ზუგდიდს შეუნარჩუნდეს ქალაქის სტატუსი, ბიოკრატიულ ხარჯებს დაანებონ თავი. ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ცუდი შედეგები მოყვება. სტატუსი ერთხელ ჩამოგვართვეს, რის შედეგადაც, ქუთაისელებმა აიღეს პალმები და წაიღეს ქუთაისში, ახლაც იგივე განმეორდება’’. საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამგვარი ქმედებით მიდის ცენტრალიზაციისკენ, რაც არის კიდევ ერთი ცუდი უკან გადადგმული ნაბიჯი.