- რა უეცრად, რა უცაბედად დაიფერფლა მზიანი გული, რომელიც განუზომელ სიყვარულსა და სიკეთეს იტევდა, სულ რაღაც 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შალვა ჭურღულია, მუდამ, სოფლის ხალხს ედგა მხარში ჭირსა თუ ლხინში, – ყველას თანაგრძნობას უწევდა, ეხმარებოდა, სხვისი სატკივარით ცხოვრობდა და ტკიოდა გული. მათთვის ენერგიას ხარჯავდა თავდაუზოგავად. სოფლის გამორჩეულ ვაჟკაცს, ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავდა, შინ და გარეთ, ყველას, ქართული სიდარბაისლით, სტუმართმოყვარეობით ეგებებოდა და თვითონაც ყველას სასურველი სტუმარი ბრძანდებოდა.
ბატონი შალვას („თურქას“) ინიციატივით, ბევრი კარგი, საერთო საქმე გაკეთებულა სოფელში: – იყო სოფლის გამგეობის წევრი. თავის დროზე კი, ასევე სოფლის მოწინავე ახალგაზრდა, რომელსაც 1951 წელს, მწვანე ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მოწევისათვის, მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. ადრე შეჩერდა მისი დაღლილი გული და თან გაიყოლა შვილების, სოფლის მცხოვრებლების, მეზობლების ცხარე ცრემლი. დღეს, ბატონ შალვას („თურქა“) ტრადიციებს აგრძელებს მისი შთამომავალი: 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 23 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილისშვილი. მათი დევიზია, არ დაივიწყონ დიდი ბაბუა და პაპა და გაგრძელდეს ჭურღულიების გვარი.
მარადიული ხსოვნა მის სახელს, მსუბუქი იყოს ბატონი შალვასთვის მშობლიური ახალსოფლის მიწა.
როზა როგავა