ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიებს შორის თითქოსდა განხორციელებული საქონლის მიწოდების თაობაზე, რა გზითაც ჯამში შეიქმნა  და შემდგომში გამოიყენა 65 516  ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

მანვე, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ჯამში  168 851 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი გარიგებით, ფიქტიურად გადააფორმა მისი მართვის ქვეშ მყოფი მეორე კომპანიის სახელზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  210-ე, 180-ე,  185-ე და 205 პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან-ცხრა წლამდე ვადით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.