- გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს“ ბანკში შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაასახელა.
შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი.
ინფორმაციისთვის: ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.