ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება


  • ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!