- ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე ავარიულად გაითიშა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ელექტოენერგიის აღდგენა ღამის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
