ქალბატონი, რომელიც პატარების სიხარულით ცხოვრობს


  • ჩემი მასპინძელია ინეზა ჯული ზაქარაია, ქალაქის მე – 15 საბავშვო ბაღის გამგე. ქალბატონ ჯულის ბევრი სირთულე აქვს გადატანილი ცხოვრებაში, მაგრამ პატარებთან ურთიერთობა ულამაზებს ცხოვრებას.

-ქალბატონო, ინეზა, გაეცანით ზუგდიდელებს!

– მე ძირითადად ვარ წალენჯიხიდან, დამთავრებული მაქვს წალენჯიხის საშუალო სკოლა. ჩავირიცხე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მისი დამთავრების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე წალენჯიხის საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 1966 წლიდან, ვცხოვრობ ზუგდიდში. მუშაობა დავიწყე აღმზრდელად მე-15 საბავშვო ბაღში. პატარების აღზრდას მივუძღვენი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. ჩემი მშობლებიც პედაგოგები იყვნენ და ბავშვობიდან მქონდა ოცნება პედაგოგი გავმხდარვიყავი. მიყვარს ჩემი პროფესია.

 -ქალბატონო ინეზა, პედაგოგთა გუნდზე მოგვიყევით…

– გვყავს 29 თანამშრომელი: აღმზრდელები: ზოია კვარაცხელია, მარინა ნანეიშვილი, ფატმან გაბედავა და ეკატერინე გადელია. შემცვლელი მასწავლებლები: ლონდა ჯოჯუა, ეკატერინე ქადარია, თამარ გოგია, ფატიმა ჩომახია, ნინო ჩუხუა, ხატია წულაია. სპეც მასწავლებლები: თამარ ჯიქია, გვანცა რაფავა, ლალი ბიგვავა, ნონა გარდავა. მუსიკის მასწავლებელი თამუნა ხორავა. აღმზრდელის თანაშემწეები: ნელი ბუაძე, მაია ჭიჭინაძე, ფიქრია მიქაუტაძე, ნანა ხასია, ანა ოდილაძე. მზარეულები: გულნაზ ჟვანია და ხათუნა ქაჯაია. მედდა: ნანა ქირია. დამლაგებელი ელდინო თოდუა. ცეცხლფარეში თენგიზ სიჭინავა. სოც დასაქმებულები: ლელა შამუგია, დიანა ჭანია, ნატო ძიმისტარაშვილი და შალვა შეროზია.

ამჟამად,  საბავშვო ბაღში ირიცხება 70 აღსაზრდელი. 3-4 წლიანები 2 ჯგუფი. 4-5 წლიანები, 5-6 წლიანები და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირებული ჯგუფი.

-საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვებაზე რას იტყვით?

-სამჯერადი კვება აქვთ პატარებს-საუზმე, სადილი, სამხარი…

  -პატარებს მხიარულ ღონისძიებებში მონაწილეობა უყვართ…

– ამიტომაც ჩვენს საბავშვო ბაღში არაერთი ღონისძიება ტარდება მათთვის. როგორიცაა:  შემოდგომის გაცილება, საახალწლო ზეიმები, დედის დღე, ბავშვთა დღე, სპორტული შეჯიბრებები, უფროსი ჯგუფის საზეიმო გაცილება „ჩვენ სკოლაში მივდივართ”.

 – ქალბატონო ინეზა, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე...

 – მეუღლე სერგო ჩაჩიბაია ადრე გარდამეცვალა. თავად მომიხდა ცხოვრების მძიმე გზების გაკაფვა. მყავს ქალიშვილი ცირა ჩაჩიბაია, რომელიც ცხოვრობს თბილისში თავის ოჯახთან ერთად. სიძე გახლავთ დათო ჯიბღაშვილი. მყავს შვილიშვილები: ლევანი, ხატია ჯიბღაშვილები და ტატო ჩაჩიბაია, რომელიც ჩემი გარდაცვლილი ვაჟიშვილის, ბაჩო ჩაჩიბაიას პატივსაცემად ატარებს ჩაჩიბაიების გვარს.

 – ქალბატონო ინეზა, რა არ გიყვართ ცხოვრებაში?

 – თავის გამოჩენა და ტრაბახი. ვარ თავმდაბალი.  

– თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

– მიყვარს წიგნის კითხვა.

 – რას უსურვებდით ზუგდიდელებს?

– მიყვარს ზუგდიდი და ზუგდიდელები. ვუსურვებ მათ დიდ წარმატებებს და მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 10 =

Akismet ანტისპამი