ქალაქი, რომელიც ბრილიანტებზე დგას – მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ბავარიაში

  • დე­და­მი­წა­ზე უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, ის­ტო­რი­უ­ლი და სხვა­დას­ხვა ლე­გენ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც გა­ო­ცე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვე­ვენ.

ერთ-ერთი ასე­თი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი გერ­მა­ნი­ა­ში, ბა­ვა­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს და მას ნორდლინ­გე­ნი ჰქვია. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ რო­გორც გე­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ქა­ლა­ქი ბრი­ლი­ან­ტებ­ზე დგას.

Business Insider წერს, რომ ქა­ლა­ქი აგე­ბუ­ლია ად­გი­ლას, სა­დაც 72 ათა­სი მიკ­რო ბრი­ლი­ან­ტის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ძვირ­ფა­სი ქვის მტვე­რია გაბ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა ისი­ნი თვა­ლით უხი­ლა­ვია. გე­ო­ლო­გე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს უხ­სო­ვარ დრო­ში ამ ად­გი­ლას ას­ტე­რო­ი­დის ჩა­მო­ვარ­დნას უკავ­ში­რე­ბენ. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბა­ვა­რი­ის ამ ნა­წილ­ში 15 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ას­ტე­რო­ი­დი ჩა­მო­ვარ­და, რომ­ლის კრა­ტერ­შიც ადა­მი­ა­ნებ­მა ეს ქა­ლა­ქი აა­გეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ლაქ­ში არის ას­ტე­რო­ი­დის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი კლდო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მე­ლიც შუ­შის­გან, ბრი­ლი­ან­ტე­ბის­გან, ბრო­ლის­გან და სხვა ძვირ­ფა­სი ქვე­ბის­გან შედ­გე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლა­ქის უძ­ვე­ლე­სი კედ­ლე­ბი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ბევრ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს, რო­მე­ლიც ჯე­რაც ამო­უხ­სნე­ლია.

ნორდლინ­გენ­ში 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქია. მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი 898 წლი­დან არ­სე­ბობს.

ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღორ­სე­ბა წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­აა, რო­მე­ლიც მის ცენ­ტრშია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ცენ­ტრში, ტა­ძარ­თან ახ­ლოს ასე­ვე აგე­ბუ­ლია კოშ­კი, რო­მე­ლიც 90 მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა და მის სა­თა­ვე­ში რომ მო­ექ­ცეთ, 350 სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კიბე უნდა გა­ი­ა­როთ. კოშ­კი­დან მთე­ლი ქა­ლა­ქი ხე­ლის გუ­ლი­ვით ჩანს და იდე­ა­ლუ­რი ხედი იშ­ლე­ბა.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.