- ზუგდიდის მუნიციალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი’’, საინფორმაციო პლატფორმამ “ჩემი მედიასახლი’’ და ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, ფოტომარათონის “კადრის ფესტივალი’’ დაჯილდოვება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა.
ფოტომარათონში ახალგაზრდა ფოტომოყვარულებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდა ათი ნომინანტი. მათ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისგან სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
ინფორმაციისთვის: ფოტომარათონი “სარკმელის” ყოველწლიური აქტივობაა და მობილური ტელეფონით ფოტოს გადაღებით დაინტერესებულ უამრავ ახალგაზრდას აერთიანებს.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, ნიჭიერი ფოტოჟურნალისტის გამოვლენას, მოყვარული ფოტოგრაფების საკუთარი ფოტოგრაფიული ხელწერის განვითარებას, ახალგაზრდების მიერ პუბლიცისტური ფოტოჟანრების შესწავლას, ფოტოსიუჟეტის გააზრებას, ფოტოების ციფრული დამუშავების გამოცდილების მიღებას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და კომუნიკაბელურობას, ფოტოკადრების შერჩევის გამოცდილების მიღებას და ფოტოპრეზენტაციის გამართვის პრაქტიკას.