გაიმართა “სარკმელის’’ სპეციალური გამოშვების პრეზენტაცია


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა, PEN-მარათონი “სარკმელი 21”- ის  ფარგლებში, ავტორების მიერ შექმნილი ნამუშევრებიდან ამოღებული ფრაზების კრებულის „სარკმელის“ „სპეციალური გამოშვების“  პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ახალგაზრდა შემოქმედები.

ჟურნალ „სარკმელის“ სპეციალური გამოშვება ა5 ფორმატისაა-ამ ფორმატის გამოცემები ჯიბისა და უბის წიგნაკების ფორმატებში შედის და კომფორტულია, – შეგიძლია ყველგან თან იქონიო და სადაც გინდა და როგორც გინდა წაიკითხო.

გამოცემის მიზანია ფენმარათონელებს სამახსოვროდ ჰქონდეთ ფრაგმენტები იმ ნაწარმოებებიდან, რომელიც სახელდახელოდ, მარათონის ფორმატში შექმნეს.

თავისთავად, ამ ტიპის გამოცემა კი, სიახლეა სასახლისთვის-მისი ტირაჟირება ადგილზე მოხდა სასახლის საგამომცემლო ძალებით და პოლიგრაფიული ტექნიკით. როგორც გამომცემლები ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა დასაბამი ეძლევა სასახლეში მოსწავლე – ახალგაზრდობის  შემოქმედებითი და სამეცნიერო ნამუშევრებისა და პროექტების ადგილზე გამოცემა-ტირაჟირებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!