- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა კალიგრაფის სალომე ტყებუჩავას ნამუშევრების გამოფენა “ფერთა ხაზებში ნაპოვნი სილამაზე”.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანლის მოადგილემ მანანა გვარამიამ. სიტყვით გამოვიდნენ და სალომეს შემოქმედებითი გზა დაულოცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანაშემწემ ლაშა გვასალიამ, თანაქალაქელებმა: მზია მგალობლიშვილმა, თემურ კემულარიამ. სალომეს ნამუშევრებზე ისაუბრა მისმა პედაგოგმა სამხატვრო გალერიის თანამშრომელმა ირაკლი კეკუტიამ.
ღონისძიებაზე გაჟღერდა მუსიკალური ნომრები ლუკა მებონიას შესრულებით, ლექსი წაიკითხა ეკა ტყებუჩავამ.