ფენმარათონის ,,სარკმელი2019-შეკვეთილი” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ


  • დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა ლიტერატურული ფენმარათონის “სარკმელი 2019-შეკვეთილი” დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში:

,,ყველაზე კრეატიული ნაშრომი”-ეტი მესხია (X საჯარო სკოლა), გიორგი სანიკიძე (აფხაზეთის I საჯარო სკოლა).

,,საუკეთესო ჩანახატი”-მარიამ კუტალია (X საჯარო სკოლა), ლიზი პაჭკორია (აფხაზეთის I საჯარო სკოლა), ნინო ლომჯარია (ოზურგეთის მე-5 სკოლა).

,,საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ”-კესო ქადარია (X საჯარო სკოლა).

,,საუკეთესო რეპორტაჟი”-ნინო წიფურია (X საჯარო სკოლა), ნინო კაკულია (აფხაზეთის I საჯარო სკოლა).

,,საუკეთესო ლექსი”-ბელა კილასონია (მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი).

,,PEN – მარათონის მთავარი პრიზი” – ლუკა ბასიშვილი (მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი), ფენმარათონის ყველაზე პატარა მონაწილე.

 “კეთილი სურვილები”– ანასტასია ჭიჭილეიშვილი (ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია”).

“შემოქმედი მშობელი” – ირმა გეგეჭკორი.

 ,,საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული”-ლიკა ჭანტურია ( შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი).

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები, მარათონის ყველა მონაწილეს კი, სიგელები საინტერესო შემოქმედებითი და ჟურნალისტური ნამუშევრისათვის.

ფენ-მარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლისა და ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის” შემოქმედი მოსწავლეები, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროექტის  ,,რეპორტიორი სკოლაში” მსმენელები.

ფენ-მარათონის ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × four =

Akismet ანტისპამი