- დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დადიანების სასახლე მასპინძლობს პეტრე ოცხელის 100-ზე მეტ ნამუშევარს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმიდან. ასევე შედგა კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც ამ გამოფენას მიეძღვნა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენა 12 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.