უფასო სკრინინგული პროგრამები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში


  • რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის უფასო სკრინინგული პროგრამები მოქმედებს. მოსახლეობას საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ფილტვისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპლექსური გამოკვლევები.

ფილტვის სკრინინგი

  • დღეები: ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს
  • ასაკი: 50–70 წლის მოქალაქეები
  • პროგრამა მოიცავს:
  • ფილტვების დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT)
  • პულმონოლოგის კონსულტაციას

ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი

  • დღეები: ყოველდღე (კვირის გარდა)
  • ასაკი: 25–70 წლის ქალბატონები
  • პროგრამა მოიცავს:
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • TSH-ის (თირეოტროპული ჰორმონის) განსაზღვრას
  • საჭიროების შემთხვევაში – ბიოფსიას

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევნილის სტატუსის მქონე პაციენტებისთვის:

ვიზიტისას თან უნდა იქონიოთ: დევნილის მოწმობა ან რეგისტრაციის მისამართის დამადასტურებელი ცნობა.

დამატებითი ინფორმაციისა და წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: 0322 195 004


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − one =

Akismet ანტისპამი