- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ხვალიდან, ზუგდიდის უფასო სასადილოს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 60 წლის ზემოთ ასაკის არიან და რისკ ჯგუფს წარმოადგენენ საკვებს მოხალისეები სახლებში მიუტანენ.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაციები მოხალისეებს დღეს მერიაში გამართულ ტრენინგზე მისცეს. მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.
ზუგდიდის უფასო სასადილოს 280 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღე სარგებლობენ.