უფასო სამგზავრო ბარათები განათლების დარგის მუშაკებისთვის და სტუდენტებისთვის

დღეიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალური ტრანსპორტით, უფასოდ იმგზავრებენ. 

პროგრამით სარგებლობს 3598 ადამიანი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა გიგლა სულამანიძემ, “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამა ახალ წლამდე გრძელდება. “ჩვენ გვინდოდა, ახალ წლამდე, ძველი ბარათებით ესარგებლათ, მაგრამ ძველი ბარათები ზოგს დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ხელახლა დავბეჭდეთ. ყველგან გაცემულია. მხოლოდ დარჩენილი გვაქვს, აფხაზეთის საჯარო სკოლები, იმათაც ამ კვირაში დავურიგებთ.”

გიგლა სულამანიძემ, ადრე, “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამით სარგებლობა, ადამიანებს ძველი ბარათებით შეეძლოთ.

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.