პედაგოგები, ძველი ბარათებით, უფასოდ იმგზავრებენ


 

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალური ტრანსპორტით, ახალ წლამდე, ძველი ბარათებით, უფასოდ იმგზავრებენ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა გიგლა სულამანიძემ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ  პროგრამა გრძელდება ახალ წლამდე. “პროგრამაში არანაირი ცვლილება არ არის, უბრალოდ ბარათები არ დაიბეჭდა. ძველი ბარათებით ისარგებლებენ ახალ წლამდე, ახალი წლის შემდეგ, რა და როგორ იქნება ზუსტად არ ვიცით. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს, რესურსცენტრი, სკოლები და მძღოლები. ჩვეულებრივად, პროგრამა გრძელდება ახალ წლამდე”.

გიგლა სულამანიძემ, ადრე, “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამით სარგებლობდა დაახლოებით სამი ათას სამასამდე ადამიანი, რომელიც დასაქმებულია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!