- უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
„ძალიან ვთხოვთ მშვიდობიან მოსახლეობას, თუ არ იყო ან არ არის შესაძლებელი ქალაქებიდან ევაკუაცია, სადაც შესაძლოა აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყოს, თავშესაფარი იპოვონ და დაელოდონ – ვითარება დინამიურად იცვლება“, – განაცხადა მან.
ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.