უკრაინელი ახალგაზრდები ანაკლიაში


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ანაკლიის მომავლის ბანაკში ორკვირიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო.

უკრაინელი ახალგაზრდების დახვედრის საზეიმო ცერემონია ანაკლიაში წუხელ გვიან ღამით გაიმართა. უკრაინელ მოზარდები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრებმა მოინახულეს. პროგრამაში 14-დან 18 წლამდე ასაკის 115 მოზარდი იღებს მონაწილეობას.
პროგრამა 15 დღიან სოციალურ რეაბილიტაციას მოიცავს. უკრაინელი ახალგაზრდები სპორტულ აქტივობებსა და ინტელექტუალურ თამაშებში ჩაერთვებიან. დაგეგმილია კულტურული ტურები. უკრაინელ მოზარდებს ორი დღე ანაკლიის აკვაპარკი უმასპინძლებს.

სოციალური პროგრამა მათთვის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ შეიმუშავა და ის დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდების ყველა ხარჯს ქართული მხარე დაფარავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.