ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” და გაზეთ “ზუგდიდის” ერთობლივი პროექტის “უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი” ფარგლებში, “სარკმელელები”, დღეს, მუსიკალურ სკოლაში იმყოფებოდნენ.
მუსიკალური სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზია მატკავამ, ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ისაუბრა სკოლის ტრადიციებზე, მიღწევებზე, როგორც ქალაქის, ქვეყნის, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე და პროექტებში. ღონისძიებაზე მოწვეულმა მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საყვარელი ავტორების ნაწარმოებები. შეხვედრის დასასრულს, “სარკმელელების” თხოვნით, ქალბატონმა მზია მატკავამაც დაუკრა თავისი საყვარელი მელოდია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZQLbZkSqz0c[/embedyt]
ქალბატონმა მზია მატკავამ “სარკმელელებს” შესთავაზა, კვლავაც შეხვდნენ და ერთად დაგეგმონ სამომავლო, ერთობლივი პროექტები.