ზუგდიდელი მოჭადრაკეების ონლაინ მატჩი


ა(ა)იპ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ჭადრაკის განვითარების განყოფლილებამ ინტერნეტის მეშვეობით, მორიგი საერთაშორისო მატჩი გამართა. ამჯერად, ზუგდიდელი მოჭადრაკეები ამერიკის ქალაქ სენტ ლუისის საჭადრაკო კლუბის თანატოლებს 8 დაფაზე შეეჯიბრნენ და მინიმალური ანგარიშით 3,5 – 4,5 დამარცხდნენ.

ზუგდიდელ მოჭადრაკეებს სასტუმრო “იბერია პალასმა“ უმასპინძლა და მათ სასიამოვნო გარემო შეუქმნა. მატჩი პირდაპირი ტრანსილაციით სენტ ლუისის საჭადრაკო კლუბის იოუთუბე-ის გვერდზე მიმდინარეობდა, რომელსაც ორი ამერიკელი კომენტატორი უძღვებოდა. პირველი ონლაინ მატჩი ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა გასულ წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაის (ყოფილი ბომბეი) „ინდურ საჭადრაკო სკოლის“ მოსწავლეებთან გამართეს. თითოეული გუნდი 4-4 მონაწილით იყო დაკომპლექტებული და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!