უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. თბილისში, ბრალდებულის სახლიდან ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 9 658 ლარის ღირებულების 2 195 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე მხილებულ იქნა 174 პირი, მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 403 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 000 000 ლარს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.