სხეულის ენის ნიშნები, რომლებიც შენს რჩეულს მიანიშნებს, რომ შეყვარებული ხარ

თუ ყურადღებით დააკვირდებით სხეულის ენას, ის მოგიყვებათ იმაზე მეტს, ვიდრე თავად ადამიანი.
ის შფოთავს როდესაც ქალი შეყვარებულია, ის გრძნობს შფოთვებს. საქმე იმაშია, რომ სიყვარული – ესაა დიდი ენერგიის წყარო, განსაკუთრებით, ურთიერთობის დასაწყისში. მისი დათრგუნვა და დამალვა სხეულის ენით ჯერ ვერავინ მოახერხა. როგორც კი ადამიანი შეხვედრისას იწყებს შფოთვას, მისი ენერგია ცდილობს გარეთ გამოსვლას. ყველას სხვადასხვანაირად ემართება ეს. ზოგი ბევრს ლაპარაკობს, ზოგი პირიქით, ისე მუნჯდება, ხმას ვერ ამოაღებინებ.
ასე რომ, ნუ შეშფოთდებით, თუ მეორე ადამიანი იშმუშნება და0შფოთავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გეუბნებოდეთ, რომ მისთვის საუკეთესო მეგობარი ხართ.
მას შეუძლია უსასრულოდ გიყუროთ თვალებში თუ ქალი მუდმივად გაცილებთ მზერას მაშინ, როდესაც ერთად ხართ, შეგიძლიათ დაემშვიდობოთ. ეს ნიშნავს, რომ ის არაკომფორტულადაა თქვენ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს, შეიძლება მას სურდეს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ სხეულის ენის მიხედვით, ის ან არ არის მზად ახალი ურთიერთობისთვის, ან თქვენ არ ხართ „ის“.
როდესაც ქალს აქვს სურვილი, დიდხანს გიყუროთ თვალებში, ეს გამარჯვებაა. ეს ნიშნავს, რომ ის კომფორტულადაა თქვენთან ერთად, ეს სიყვარულია!

ის მუდამ იღიმის
ღიმილი – ეს არ არის უბრალოდ ტუჩების მოძრაობა. ეს ყველაზე საიმედო ნიშანია ბედნიერების და სიხარულის გამოხატულების. თუ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი მუდამ იღიმის, როდესაც გხვდებათ, გამოდის, რომ თქვენ ხართ ის, ვინც მას აბედნიერებს. ქალს არ შეუძლია შეიკავოს ღიმილი იმის დანახვისას, ვინც მოსწონს.
ის მუდმივად უყვება სხვებს თქვენზე
თავად დაფიქრდით, რატომ უნდა გახსენებდეთ სხვებთან, თუ თავად მას არ აინტერესებთ? უამრავი სხვა სალაპარაკო თემა არსებობს, განსაკუთრებით, ქალებში. თუმცა მაინც ყურადღებით იყავით. თუ ქალი თქვენზე ნეგატიურ კონტექსტში ლაპარაკობს, სასიხარულო არაფერია.
ის გიყვებათ საკუთარ თავზე აბსოლუტურად ყველაფერს დამიჯერეთ, ქალები არასდროს ჩქარობენ, გახსნან ყველა კარტი და მოჰყვნენ საკუთარ თავზე; იყვნენ გულწრფელები მასთან, ვინც არ მოსწონთ. ის თქვენ გენდობათ, ესე იგი, უყვარხართ.

ის ხშირად წითლდება,
როდესაც თქვენთანაა ყველაზე ძლიერი და უემოციო ქალიც კი ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, განსაკუთრებით იმას, როგორ გაუწითლდება სახე. მას თქვენ დანახვაზე ემოციების კასკადი აწვება და ვერ მალავს გრძნობებს, რაც მისი ლოყების ავარდისფრებით გამოიხატება.

ის იმეორებს თქვენს ჩვევებს და თვისებებს

ეს ხდება არაცნობიერ დონეზე და როდესაც ძალიან მოგწონს მეორე ადამიანი, ავტომატურად იმეორებ, გადაგაქვს საკუთარ თავზე მისი ჩვევები, სიტყვები; მოგწონს ის, რაც მას.
ის ცდილობს, მთელი თავისუფალი დრო თქვენთან გაატაროს გათვალისწინებით იმისა, რომ დღეს ადამიანს ბევრი თავისუფალი დრო არა აქვს, დასაფასებელია, როდესაც თავის დროს სხვას უთმობს; დასაფასებელია, როდესაც გადადებს მეგობრებთან შეხვედრას და გხვდება შენ; გადადებს საყვარელ საქმეს და ნახულობს დროს, რომ შეგხვდეს. ის ამით დემონსტრირებას ახდენს, რომ მოსწონხარ ან, საუკეთესო შემთხვევაში, უყვარხარ!
წყარო

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.