სტუმრად ბერი ერმოლაოსის დედასთან


ათონის მთაზე მოღვაწე, ზუგდიდელი ბერი ერმოლაოსი, ერობაში პაატა ჭეჟია. ქალაქის მე-14, ამჟამად, მე-5 საჯარო სკოლის აღსაზრდელი ყოფილა. ახლა მის სკოლაში, მისი ბიძაშვილის შვილი  ნიკოლოზ ჭეჟია სწავლობს. სწორედ მან შესთავაზა თანაკლასელებს და დამრიგებელს სტუმრად სწვეოდნენ ბერი ერმოლაოსის დედას, ქალბატონ ზოიას.ქალბატონმა ზოიამ სიამოვნებით მიიღო მოსწავლეები. ის ვრცლად მოუყვა მათ მამა ერმოლაოსის მიერ განვლილ გზაზე, მის ბავშვობაზე, განათლებაზე, მის საქმიანობაზე ერობაში, მის ღვაწლზე მას შემდეგ, რაც ის ბერად აღიკვეცა. ქალბატონმა ზოიამ ბავშვებს დაათვალიერებინა ბერის მიერ გამოცემული ლიტერატურა, ის გამოცემები, რომელებიც სხვადასხვა დროს მასზე წერდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბერი ერმოლაოსის სიყრმის მეგობარი, კურსელი, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი ნესტან კვარაცხელია, ასევე შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი,  ბერი ერმოლაოსის წიგნის ,,სიცოცხლე  ჩემთვის ქრისტეა” ერთ-ერთი რედაქტორი ხათუნა გოგია, ბერი ერმოლაოსის ბიცოლა ციალა ჭეჟია.  შეხვედრა იყო თბილი და გულწრფელი. იმედია, მე-5 საჯარო სკოლის პედკოლექტივი, მათი ყოფილი აღსაზრდელის ბერი ერმოლაოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფურცლებს, რომელიც მართლმადიდებლობის ისტორიაში აუცილებლად სერიოზულ კვალს დატოვებს, უფრო ღრმად და დეტალურად შეასწავლის თავის აღსაზრდელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!