წიგნები სსსმ მოსწავლეებს


საქართველოს ბანკის ფონდის ,,სიცოცხლის ხის” დაფინანსებით, გამოიცა ქართულ ენეასა და მათემატიკაში განმავითარებელი სავარჯიშოების კრებულები, რომლის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ცირა ნარმანიაა.

სახელმძღვანელოები მორგებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების  უნარებზე და ორიენტირებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნების განხორციელებაზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება წერა-კითხვის ათვისებაში, მეტყველების განვითარებაში, ზოგადად, სამყაროს შეცნობაში, ასევე მარტივი არითმეტიკული უნარების განვითარებაში, შეკრება-გამოკლების, გეომეტრიული ფიგურებისა და ფერების შესწავლაში, მარტივი კანონზომიერებების დადგენაში.

წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა სპეცსკოლებსა და იმ საჯარო სკოლებს, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. სამომავლოდ დაგეგმილია წიგნების მეორე დონის გამოცემა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!