სტიქიამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა – მერიის სამსახურები ადგილზე მუშაობენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა. ძლიერი წვიმის გამო ჭითაწყარში, ცაისში, ცაცხვსა და ჭკადუაშში გზები ჩამოირეცხა და ზოგან საკარმიდამო ეზოები დაიტბორა.

ცაცხვი-ცაიშის საავტომობილო გზაზე ღელეს ადიდებით გამოწვეული გადაადგილების შეფერხება ამ დროისთვის მოგვარებულია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს და ადგილზე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

აბონენტების მცირე ნაწილს, რომელთაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ დღის ბოლომდე აღუდგებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო – პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!