სტადიონი ზუგდიდს უზურფრუქტის წესით


 ზუგდიდის ონლაინმედია იუწყება, რომ  ზუგდიდის მერიას, უზურფრუქტის წესით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ზედაეწერის სტადიონი გადმოეცა.ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის ექსპლუატაციაში შესვლამდე, ზედაეწერის სტადიონზე გაიმართება ადგილობრივი კლუბის წვრთნები. 
სტადიონის ინფრსატრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 50 000 ლარი, მოეწყობა ტრიბუნები, მოედანი, საშხაპეები და ასევე სტადიონი შეძლებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას. სველი წერტილები, ასევე გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ობიექტები.
სათადარიგო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვრაიამ, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიმა, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა გელა ინალიშვილმა დაათვალიერეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.