- აფხაზეთიდან დევნილმა, ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ სოსო (სერგო) მატკავამ, მუზეუმს, საჩუქრად გამოუგზავნა ორი უნიკალური და უძვირფასესი ნივთი – წიგნი და რუკა.
წიგნი, სახელწოდებით “კავკასიის შვილები” (მე-19 ს.), სოსო მატკავას, ვენის აუქციონზე შეუძენია. ეს არის ჟურნალისტისა და მწერლის, არტურ გუნდაკარ ფონ-ზუტნერის ავტორობით გერმანულ ენაზე, კერძოდ, გოთური შრიფტით გამოცემული წიგნი.
ისტორიული რუკა კი, ჰოლანდიელი ცნობილი კარტოგრაფის, Pieter van der Aa- ს მიერაა გამოქვეყნებული 1714 წელს. რუკა მნიშვნელოვანია იმით, რომ კარგად ჩანს საქართველოს კონტურები, სადაც თვალნათლივ ვხედავთ სამეგრელოს სოხუმამდე, დრანდის ჩათვლით.
სოსო მატკავას საჩუქრები მუზეუმს გადასცა ცნობილმა ზუგდიდელმა ქალბატონმა მზია მატკავამ.