- დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, საბავშვო ბაღის გამგეებთან გამართულ შეხვედრაზე ახალი სასწავლო – სააღმზრდელო წლისათვის მზადება შეაჯამა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები სიახლეებით, რიგ ბაღებში კი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, წარმატებით მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის სისტემის დანერგვის პროცესი, რაც პატარების უსაფრთხო გარემოში აღზდრას უწყობს ხელს. ტრადიციულად, მიმდინარე წელსაც, დაგეგმილია აღსაზრდელთა საზეიმო მიღება.