- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა სწავლებისათვის საჭირო რესურსების მენეჯმენტის, სასაქონლო მარაგების მართვის, საბავშვო ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებს შეეხო.
სამუშაო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია და ცენტრს დაქვემდებარებული ბაღების გამგეები ესწრებოდნენ.