სიჭინავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას

ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ზვიად სიჭინავას კანდიდატურას მერის რიგგარეშე არჩევნებზე პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” წარადგენს.  აღნიშნული ინფორმაცია უარყო ზვიად სიჭინავამ. მან “ზუგდიდელებთან” განმარტა, რომ მისთვის, ამ წუთამდე, არცერთ პარტიას არ შეუთავაზებია ყოფილიყო მისი კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც სავარაუდოდ, მაისში გაიმართება. “ამ წუთამდე ველოდები შემოთავაზებას. მზად ვარ ეს მივიღო ნებისმიერი პარტიისაგან, გნებავთ სამთავრობოსგან, გნებავთ ოპოზიციურისგან. თუ არ იქნება ეს შემოთავაზება, მაშინ მე მაინც ვიყრი კენჭს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ზუგდიდს აღვუდგინო დიდება და სახელი, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთი ისევ უყვარდეთ, რომ მეზობლები ერთმანეთს არ გადეკიდონ… რომ ზუგდიდი იყოს ისევ ის ზუგდიდი… ვიცი, დავმარცხდები როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ იმდენს მაინც გავაკეთებ მეორე ტურამდე მივიყვანო საქმე. ჩემი პროგნოზი შენგელია-რულოვსის ბრძოლაა…”

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …