სინგაპურში ლაბორატორიაში დამზადებული ქათმის ხორცი გაიყიდება


  • BBC-ის ინფორმაციით, სინგაპური პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა.

გამოცემის ცნობით, სინგაპურის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულ სტარტაპს – Eat Just – ლაბორატორიაში დამზადებული ქათმის ხორცის სინგაპურში გაყიდვის საშუალებას აძლევს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ. „სუფთა ხორცი“ თავდაპირველად „ნაგეთსების“ სახით გაიყიდება, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის გახდება ცხოველების კუნთების უჯრედებისგან ლაბორატორიაში დამზადებული ხორცი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.

BBC-ი წერს, რომ მთავარი გამოწვევა, რაც ლაბორატორიაში შექმნილ ქათმის ხორცს ბაზარზე დახვდება, მისი ფასია.

კომპანიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა მომხმარებელთა რეაქცია იქნება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სინგაპურის მიერ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვის გაცემა Eat Just-ის კონკურენტებისთვის სტიმულის მიმცემი გახდება, გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სინგაპურს სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!