- უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ადასტურებს.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, რომელი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა ოკუპაციისგან.
„ახლა უკვე ოფიციალურად – ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია რუსული არმიისგან და იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე უკრაინულ დროშას წევენ“ , – წერს გაიდაი ტელეგრამ-არხში.