სეზონური ვაქცინაცია–გრიპის პრევენცია


  • გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნანა ოდიშარია, “ზუგდიდელებთან” საუბარში განმარტავს გრიპის პრევენციისთვის სეზონური ვაქცინაციის მნიშვნელობას.

გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალი რისკ-ჯგუფის მოქალაქეებს უფასოდ უტარდებათ, რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან:
• დიაბეტის მქონე პირები;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
• აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
• მუკოვისციდოზით დაავადებულნი.
• ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
• ორსულები.

სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები
• სამედიცინო პერსონალი.
• ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი.
• ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი.
• თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები.
• პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი.

სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა(სანოფი პასტერი, საფრანგეთი), რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პირველ რიგში, ვაქცინაციას ექვემდებარება მარალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ ( ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე), გამოცხადდება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტრიაზე მაღალი რისკ-ჯგუფის მოქალაქეების და პროფესიული ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელებიც წარმოადგენენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის, ასევე სტრატეგიული ვაქცინებისა და შრატების მიმწოდებელი იურიდიული და ფიზიკური პირები.
1.სს “ევექსის” ჰოსპიტლები-ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. მისამართი კ.გამსახურდიას #206
2.შპს “ბავშვთა პოლიკლინიკა”. მისამართი კოსტავას ქ#9
3.შპს “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა.” მისამართი: კ.გამსახურდიას I შესახვევი №2
4.სს “ენგურქაღალდკომბინატის სამედიცინო კომპლექსი”. მისამართი ჯანაშიას ქ
5.შპს “ნლი”. მისამართი კიტიას ქ#21.

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები ვაქცინაციას იტარებენ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ისინი გადიან C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის კურსს.
6.შპს “ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო”. მისამართი: ზუგდიდი სოფ. ონარია
7.შპს “ზუგდიდის ც ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრი”, მისამართი აღმაშენებლის ქ#222

გარდა აცრებისა გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება და სველი წესით დასუფთავება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!