ბრიტანეთის მოძრავი საელჩო ზუგდიდში


  • დღეს, ბრიტანეთის საელჩო ზუგდიდს ეწვია და მოქალაქეებს ბულვარში, მოძრავ საელჩოში უმასპინძლა.

ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ალექსანდრა ქოული და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვა. სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საელჩოს ძირითადი საქმიანობის შესახებ რეგიონში. ალექსანდრა ქოულმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ღონისძიება ემსახურება საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრობის გაღრმავებას. “მოხარულები ვართ, რომ დღეს ბევრი ხალხი მოვიდა ჩვენს სანახავად. გვაქვს ძალიან საინტერესო გამოკითხვები, ასევე საინტერესო ფაქტები დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. ძალიან სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართულები არიან ქალბატონები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.”

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში ეძღვნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აღინიშნება 2019 წლის შემოდგომაზე.

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში არის საგულდაგულოდ შედგენილი პროგრამა, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას სამი თვის განმავლობაში. სეზონი ტარდება 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!