სახლები სოციალურად შეჭირვებულებისთვის


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 16 ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელი სახლები აუშენა. დღეს კახათის, ახალკახათის, ცაცხვისა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ… მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ და გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ კომისიის წევრებთან ერთად ბენეფიციარებს სახლის გასაღები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
მათთვის აშენებული სახლები მაქსიმალურად ადაპტირებულია საყოფაცხოვრებო პირობებთან. ამასთანავე, ოჯახებს წყალსაქაჩი მოწყობილობა, წყლის ავზი, საკანალიზაციო მილები და მზის გამათბობელი დაუმონტაჟდებათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 380 000 ლარი დაიხარჯა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიას თქმით, მომავალ წელს სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების შვილები დასასვენებელ ბანაკშები დაისვენებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!