სახელმწიფო პროგრამა სოფელ დარჩელს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინე. პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა და მოიცავს თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე კოოპერატივს შეეძლება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500- ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განმარტებით „საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (გლობალ GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.