საცხოვრებელით უზრუნველყოფისთვის განცხადებების მიღება გრძელდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამარ ზარქუამ გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მსურველთა დაახლოებით 105 განცხადება არის შემოსული. “65 განცახდება არის მშენებლობაზე შემოსული, 40–მდე განცხადებაა “თბილი ოთახის” მიღების თხოვნით. განცხადებების მიღება გაგრძელდება 25 აპრილამდე. მაისის თვეში მოხდება განმცხადებელი ოჯახების ადგილზე შემოწმება და მატი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. სავარაუდოდ, მაისის თვეში მორჩება გადამოწმება. შემდეგ, შედგება კომისიის სხდომა, სადაც ქულებით მოხდება ბენეფიციარების შეფასება. რაც შეეხება კომისიას, შედგება 33 წევრისგან. კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს ამ ოჯახების მდგომარეობას. კომისიის შემადგენლობაში არიან: ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საკრებულოს წარმომადგენლები”.
კითხვაზე რა კრიტერიმებით ფასდებიან ბენეფიციარები, თამარ ზარქუამ გვითხრა, იმის მიხედვით, თუ რა მდომარეობა, საცხოვრებელი პირობები აქვთ ადამიანებს, ვინც ჩვენგან დახმარებას ითხოვს და განცხადებიტ მოგვმართა. უპირატესობა ენიჭება ისეთ ოჯახებს, ვისაც მცირეწლოვანი და არასრულწოვანი ბავშვები ჰყავთ.

თამარ ზარქუა ამბობს, რომ პროექტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 91 სახლი და 30″თბილი ოთახი” აშენდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!