საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

“საკარანტინო სივრცეები ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. ქვეყანაში შემოსვლის პირობებში საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის სტუმრებსაც. საკარანტინო დრო იქნება 8 დღე, ამ 8 დღის შემდეგ იქნება „პისიარ“ ტესტი და მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს”, – განაცხადა გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!