- საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 138 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 804, „პისიარ“ ტესტით – 2 334.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,69%, ბოლო 14 დღის – 1,82%, ბოლო შვიდი დღის – 1,53%.